იტალიაში საქართველოს მოქალაქეს ეძებენ – კარლო გოდულაძე პადოვას უნივერსიტეტის მაგისტრანტია

იტალიაში საქართველოს მოქალაქეს კარლო გოდულაძეს ეძებენ. „კვირას“ ინფორმაციით, ახალგაზრდა ქართველი 10 დღის წინ გაუჩინარდა.
იტალიაში მყოფი ქართველი ემიგრანტების ინფორმაციით, ახალგაზრდა ქართველს ოჯახის წევრები 20 ნოემბრის შემდეგ ვეღარ უკავშირდებიან. 26 წლის კარლო გოდულაძის ძებნა იტალიის სამართალდამცავებმა რამდენიმე დღის წინ დაიწყეს.15239414_1313327118689778_2096391328_n
ახალგაზრდა ქართველი იტალიაში, პადოვას უნივერსიტეტის მაგისტრატურის სტუდენტია. იგი საქართველოში ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში ლექციებს კითხულობდა. როგორც „კვირას“ ილიას სახელობის უნივერსიტეტში განუცხადეს, კარლო გოდულაძე სასწავლო დაწესებულებაში მოწვეული ლექტორი იყო და ლექციებს სამართლის მიმართულებით კითხულობდა.
„კვირა“ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროსაც დაუკავშირდა, თუმცა უწყების პრესსამსახურში კომენტარს არ აკეთებენ.
სოციალურ ქსელ ფეისბუქში გოდულაძის ბოლო აქტიურობა 12 ნოემბერს ფიქსირდება, მან მეგობრებთან ერთად გადაღებული ფოტო გამოაქვეყნა.
15280906_1313326868689803_674656571_n

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები