ტაჯიკეთი და უზბეკეთი პირდაპირი ავიარეისების აღდგენაზე შეთანხმდნენ

ტაჯიკეთი და უზბეკეთი პირდაპირი ავიარეისების აღდგენაზე შეთანხმდნენ. ის 23 წლის წინ იყო შეწყვეტილი. ამის შესახებ „ბი ბი სი“ იუწყება.
დუშანბეში ხელმოწერილი შესაბამისი შეთანხმების მიხედვით, კვირაში ოთხი ავიარეისი შესრულდება. შეთანხმება 2017 წლის მარტიდან უნდა ამოქმედდეს.
ამჟამად ტაჯიკეთსა და უზბეკეთს შორის საჰაერო და ავტობუსების რეისები არ სრულდება, ასევე ტაშკენტსა და დუშანბეს შორის სავიზო რეჟიმი მოქმედებს.
ავიარეისები ორ ქვეყანას შორის 1993 წელს ორმხრივი ურთიერთობების გამწვავების გამო შეწყდა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები