ერაყელი სამხედროების განცხადებით, მოსულის გათავისუფლება „მოკლე დროში მოხდება“

ერაყის ქალაქ მოსულის გათავისუფლება „ისლამური სახელმწიფოს“ „ბოევიკებისგან“ საკმაოდ მალე მოხდება. ამის შესახებ ერაყის ანტიტერორისტული სამმართველოს უფროსმა, გენერალ-ლეიტენანტმა აბდელ განი ალ-ასადიმ განაცხადა.
„ეს არ არის მოწინააღმდეგის რეგულარულ ჯართან ბრძოლა. ეს პარტიზანებთან ბრძოლაა. შესაბამისად, იმის თქმა ზუსტად, თუ როდის დასრულდება ოპერაცია, რთულია, მაგრამ ეს საკმაოდ მოკლე პერიოდში მოხდება“, – განაცხადა ალ-ასადიმ.
მისივე თქმით, 17 ოქტომბერს დაწყებული ოპერაციის შემდეგ, ერაყის სპეცდანიშნულების რაზმმა „ისლამური სახელმწიფოს“ 992 „ბოევიკი“ მოკლეს. მისი თქმით, ამჟამად სამთავრობო ძალებს მოსულში წინააღმდეგობას  ექვსი ათასამდე „ბოევიკი“ უწევს,  თუმცა ეს რიცხვი, შესაძლოა, ზუსტი არ იყოს.
მოსულს 2014 წლიდან „ისლამური სახელმწიფო“ აკონტროლებს. ეს დასახლებული პუნქტი ერაყში ისლამისტების არაოფიციალური დედაქალაქია.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები