კოლუმბიაში მომხდარ ავიაკატასტროფას დანილო და რუშელი გადაურჩნენ

კოლუმბიაში მომხდარი ავიაკატასტროფის დროს ორი ფეხბურთელი გადარჩა
კოლუმბიაში მომხდარი ავიაკატასტროფის დროს, რომელშიც ბრაზილიური კლუბის, “შაპეკოენსეს“ ფეხბურთელები მოხვდნენ, ამ კლუბის ორი ფეხბურთელი გადარჩა.
ერთ-ერთია მეკარე მარკოს დანილო, ხოლო მეორე – 27 წლის მცველი ალან რუშელი. ამის შესახებ Radio Colombia იუწყება.
კოლუმბიაში სამგზავრო თვითმფრინავი დღეს გამთენიისას ჩამოვარდა. ბორტზე ეკიპაჟის ცხრა წევრი და 72 მგზავრი იმყოფებოდა. მგზავრებს შორის ბრაზილიური გუნდის “შაპეკოენსეს” ფეხბურთელებიც იყვნენ.
თვითმფრინავი “British Aerospace” ბოლივიიდან კოლუმბიის ქალაქ მედელინში ასრულებდა რეისს.
ავიაკატასტროფის მიზეზი ამ ეტაპზე უცნობია.
1112942733

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები