იტალიაში ჩასული მიგრანტების რაოდენობა წელს რეკორდული გახდა
იტალიაში ჩრდილოეთ აფრიკიდან ჩასული მიგრანტების რაოდენობა რეკორდულია. ამის შესახებ „ბი ბი სი“ იუწყება.
მიმდინარე წელს ჩრდილოეთ აფრიკიდან იტალიაში ჩასული მიგრანტების რაოდენობამ 171 ათასი შეადგინა და 2014 წლის რეკორდი მოხსნა, როდესაც იტალიაში 170 ათასი მიგრანტი ჩავიდა.
გაეროს მონაცემებით, მიმდინარე წელს, ხმელთაშუა ზღვაში 4690 მიგრანტი დაიღუპა ან უგზო-უკვლოდ დაიკარგა. ისინი ევროპაში ჩასვლას ცდილობდნენ.
თურქეთსა და ევროკავშირს შორის გაფორმებული შეთანხმების შემდეგ, მიგრანტების უდიდესი ნაწილი ამჟამად ევროპაში ხმელთაშუა ზღვის გავლით ჩასვლას ცდილობს.