ბარაკ ობამა და ჯო ბაიდენი ფიდელ კასტროს დაკრძალვას არ დაესწრებიან

აშშ-ის პრეზიდენტი ბარაკ ობამა და ვიცე-პრეზიდენტი ჯო ბაიდენი კუბის რევოლუციის ბელადის, ფიდელ კასტროს დაკრძალვას არ დაესწრებიან. ამის შესახებ თეთრი სახლის პრესსამსახურის უფროსმა, ჯოს ერნესტმა განაცხადა. კატროს, რომელიც 24 ნოემბერს გარდაიცვალა, 4 დეკემბერს დაკრძალავენ.
ასევე, ერნესტმა განაცხადა, რომ კასტროს გარდაცვალება აშშ-კუბის ურთიერთობების ნორმალიზებას ხელს არ შეუშლის. მისი თქმით, აშშ კუბასთან ურთიერთობების ნორმალიზების იდეის ერთგული რჩება.
ცნობისთვის, ფიდელ კასტროს დაკრძალვას რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინიც არ დაესწრება. მისი დავალებით, რუსეთის დელეგაციას, რომელიც დაკრძალვას დაესწრება, სახელმწიფო დუმის თავმჯდომარე ვიაჩესლავ ვოლოდინი უხელმძღვანელებს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები