სირიის სამთავრობო ძალებმა ალეპოს ჩრდილო-აღმოსავლეთ ნაწილი დაიკავეს

სირიის ოპოზიციიის ინფორმაციით, ალეპოს ჩრდილო-აღმოსავლეთ ნაწილი სამთავრობო ძალებმა დაიკავეს. ისინი მთლიანად ქალაქის აღმოსავლეთ ნაწილის დაკავებას ცდილობენ, რომელსაც ბოლო 4 წელია ოპოზიცია აკონტროლებს.
ბრძოლები ალეპოს ორ კვარტალში ერთი დღე-ღამის განმავლობაში მიმდინარეობდა. ამჟამად სირიის სამთავრობო ძალები და მოხალისეები ალეპოს დარჩენილი ნაწილის აღებასაც ცდილობენ.
ალეპოში გააფთრებული ბრძოლების გამო ბოლო დროის განმავლობაში ქალაქი 5 ათასმა ადამიანმა დატოვა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები