კოლუმბიაში მომხდარი ავიაკატასტროფის შედეგად, სავარაუდოდ, ექვსი ადამიანია გადარჩენილი. ამის შესახებ ინფორმაციას “ფრანს პრესი” ავრცელებს.
კოლუმბიაში სამგზავრო თვითმფრინავი დღეს გამთენიისას ჩამოვარდა. ბორტზე ეკიპაჟის ცხრა წევრი და 72 მგზავრი იმყოფებოდა. მგზავრებს შორის ბრაზილიური გუნდის “შაპეკოენსეს” ფეხბურთელებიც იყვნენ.
თვითმფრინავი “British Aerospace” ბოლივიიდან კოლუმბიის ქალაქ მედელინში ასრულებდა რეისს.
ავიაკატასტროფის მიზეზი ამ ეტაპზე უცნობია.
საფეხბურთო გუნდის წევრებს სამხრეთ ამერიკის თასის ფინალში “ატლეტიკო ნაციონალთან“ უნდა ეთამაშათ. თვითმფრინავი მთიან რეგიონში, ქალაქ გარეთ ჩამოვარდა.