კოლუმბიაში თვითმფრინავი ჩამოვარდა, ბორტზე ბრაზილიელი ფეხბურთელებიც იმყოფებოდნენ

კოლუმბიაში სამგზავრო თვითმფრინავი ჩამოვარდა, რომლის ბორტზე ეკიპაჟის ცხრა წევრი და 72 მგზავრი იმყოფებოდა. მგზავრებს შორის ბრაზილიური გუნდის, “შაპეკოენსეს” ფეხბურთელებიც იმყოფებოდნენ.
თვითმფრინავი  ბოლივიიდან კოლუმბიის ქალაქ მედელინში ასრულებდა რეისს.
ავიაკატასტროფის მიზეზი ამ ეტაპზე უცნობია.  ვრცელდება ინფორმაცია, რომ თვითმფრინავში მყოფთაგან ზოგი გადარჩა.
საფეხბურთო გუნდის წევრებს სამხრეთ ამერიკის თასის ფინალში “ატლეტიკო ნაციონალთან“ უნდა ეთამაშათ. თვითმფრინავი მთიან რეგიონში, ქალაქ გარეთ ჩამოვარდა.
15226512_548074962065358_1965232414_n-1

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები