აქტობეში ტერორისტული თავდასხმის შვიდ მონაწილეს სამუდამო პატიმრობა მიუსაჯეს

ყაზახეთის ქალაქ აქტობეს სასამართლომ სამხედრო ნაწილზე და იარაღის მაღაზიაზე თავდასხმის მონაწილეებს განაჩენი გამოუტანა. ტერორისტული თავდასხმის შვიდ მონაწილეს სამუდამო პატიმრობა,  ხოლო ორს – 22 და 25 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს. საერთო ჯამში ამ საქმეზე 29 პირია დაკავებული.
თავდასხმა ქალაქ აქტობეში 5 ივნისს მოხდა. ტერაქტის შედეგად შვიდი ადამიანი, მათ შორის სამი სამხედრო და ოთხი სამოქალაქო პირი დაიღუპა.
კონტრტერორისტული ოპერაციის დროს სპეცრაზმელებმა 18 „ბოევიკიც“ მოკლეს.
ამ თავდასხმის შემდეგ ყაზახეთში ტერორისტული საფრთხის „ყვითელი“ დონე გამოცხადდა, რომელიც ამ დრომდეა შენარჩუნებული.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები