სირიის სამთავრობო ძალებმა ქალაქ ალეპოს მნიშვნელოვანი რაიონი დაიკავეს

Smoke rises from a damaged building after a strike on the rebel-held besieged al-Shaar neighbourhood of Aleppo, Syria November 26, 2016. REUTERS/Abdalrhman Ismail

სირიის სამთავრობო ძალებმა ქალაქ ალეპოს მნიშვნელოვანი რაიონი დაიკავეს. ამის შესახებ „როიტერი“ სირიის ტელევიზიაზე დაყრდნობით იუწყება.
ამავე ინფორმაციის მიხედვით, ასადის ძალებმა ალ-სახურის რაიონი დაიკავეს და ამჟამად ტერიტორიას ნაღმებისგან წმენდენ.
ალეპო უკვე მრავალი წელია ოპოზიციის და ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ნაწილებად არის დაყოფილი. ბოლო დროს ბაშარ ასადის ძალებმა და რუსულმა ავიაციამ ოპოზიციურ ნაწილზე ფართომასშტაბიანი შეტევა განახორციელეს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები