ირაკლი შოთაძე საპროკურორო საბჭოს ანგარიშს წარუდგენს

საქართველოს მთავარი პროკურორი ირაკლი შოთაძე საპროკურორო საბჭოს ერთი წლის ანგარიშს წარუდგენს.
ანგარიში ძირითადად საქართველოს პროკურატურაში განხორციელებულ და მიმდინარე რეფორმას შეეხება, ასევე უწყების მიღწევებსა და განვითარების სტრატეგიას.
როგორც ჟურნალისტებს ირაკლი შოთაძემ განუცხადა, ის ასევე ისაუბრებს უწყების სტრატეგიულ მიმართულებებზე და ხაზს გაუსვამს გადაწყვეტილების მიღების პროცესში პროკურორთა დამოუკიდებლობის უზრუნველყოფასა და დაზარალებულთა ინტერესების დაცვას, რომელიც, მისი თქმით, პროკურატურის ერთ-ერთ პრიორიტეტს წარმოადგენს.
„საბჭოს წევრებს მივაწვდი ინფორმაციას, მთავარი პროკურატურის მიერ უკანონოდ ჩამორთმეული ქონების დაბრუნებისა და დაზარალებულთა აღდგენის უფლებებზე, მაღალი საზოგადოებრივი ინტერესების მქონე საქმეებზე, სისხლის სამართლებრივი დევნის დაწყებისა და განაჩენების მაჩვენებლებზე, გენერალური ინსპექციის მუშაობის შედეგებზე და დანაშაულის პრევენციის კუთხით გატარებულ ღონისძიებებზე“, – განაცხადა ირაკლი შოთაძემ.
ირაკლი შოთაძე მთავარ პროკურორად საქართველოს პარლამენტის მიერ ერთი წლის წინ იქნა არჩეული. მთავარი პროკურორი ვალდებულია 6 თვეში ერთხელ მაინც წარადგინოს ანგარიში საპროკურორო საბჭოს წინაშე.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები