დნეპრის მერი უკრაინიდან სააკაშვილის ექსტრადირებას ითხოვს

უკრაინის ქალაქ დნეპრის (ყოფილი დნეპროპეტროვსკის) მერი ბორის ფილატოვი ოდესის ყოფილი გუბერნატორის და საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის უკრაინიდან ექსტრადირებას ითხოვს. ფილატოვს არ მოეწონა სააკაშვილის სიტყვები უკრაინის დეცენტრალიზაციის შესახებ. კერძოდ, კიევში გამართულ მიტინგზე მან განაცხადა, რომ დეცენტრალიზაცია ადგილებზე კორუფციას გამოიწვევს.
„რეგიონებმა ძლივს იგრძნეს შვება და ახლა ის მოითხოვს, რომ მათ ფინანსური დამოუკიდებლობა ჩამოერთვათ. თუ ეს მართლაც ასეა, მაშინ მე უკრაინიდან მის ექსტრადირებას მოვითხოვ“, – განაცხადა ფილატოვმა.
შეგახსენებთ, რომ მიხეილ სააკაშვილი ოდესის გუბერნატორის თანამდებობიდან 7 ნოემბერს გადადგა. ამის მიზეზად მან ხელისუფლების უმაღლეს ეშელონებში არსებული კორუფცია დაასახელა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები