ცემა-ტყეპა და გინება პირდაპირ ეთერში – „შე ნაბ…ო“ (ვიდეო)

ტელეკომპანია “პირველის“ პირდაპირ ეთერში “ნაციონალური მოძრაობის“ წევრი ბადრი შუბლაძე და სამხედრო ექსპერტი ტრისტან წითელაშვილი ერთმანეთს ფიზიკურად დაუპირისპირდნენ.
ისინი “დღის ამბებში“ თავდაპირველად მწვავედ შეკამათდნენ და ერთმანეთს უცენზურო სიტყვებით მიმართეს.
“თქვენ ხართ ქვეყნის გამყიდველები, სამშობლოს ქვეყანას ყიდით“, – მიმართა წითელაშვილს შუბლაძემ, რის შემდეგაც წითელაშვილმა მას პროვოკატორი უწოდა.
სიტყვიერი დაპირისპირება შეხლა-შემოხლაში გადაიზარდა. გადაცემის წამყვანმა მათი გაშველება სცადა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები