„ლუფთჰანზას“ რეისი თბილისი-მიუნჰენის მიმართულებით დღეს შესრულდება

ავიაკომპანია „ლუფთჰანზას“ რეისი თბილისი-მიუნჰენის მიმართულებით თბილისის საერთაშორისო აეროპორტიდან დღეს ღამით შესრულდება – ამის შესახებ „კვირას“ თბილისის საერთაშორისო აეროპორტის მმართველ კომპანია „ტავ ჯორჯიაში“ განუცხადეს. ამასთანავე, გავრცელებული ინფორმაციით, არ არის გამორიცხული, რომ ავიაკომპანია „ლუფთჰანზამ“ სავარაუდოდ, ხუთშაბათს და პარასკევს, რეისი თბილისი-მიუნჰენი ვერ შეასრულოს.
ავიაკომპანია „ლუფთჰანზა“ საკუთარ ვებ- გვერდზე განცხადებას აქვეყნებს, რასაც „კვირა“ უცვლელად გთავაზობთ.
გერმანიაში ავიაკომპანია “ლუფთჰანზას” პილოტებმა ორდღიანი გაფიცვა დაიწყეს, რამაც დაახლოებით 900-მდე რეისის გაუქმება გამოიწვია, – იუწყება The Guardian.
„დაახლოებით 3 000 დაგეგმილი რეისიდან 876 რეისი გაუქმდება, რაც 100 000-მდე მგზავრს შეეხება“, – ნათქვამია ავიაკომპანია “ლუფთჰანზას” განცხადებაში.
ავიაკომპანიის პილოტები ითხოვენ ხელფასის გაზრდას წლიური 3.66%-ის განაკვეთით.
პილოტების განცხადებით, ბოლო ხუთი წლის განმავლობაში მათი ხელფასი გაყინული იყო და შესაბამისად, ითხოვენ ხელფასის გაზრდას 3.66%-ით ყოველ გაყინულ წელზე, რაც ჯამში ხელფასის თითქმის 20%-ზე მეტით გაზრდას ითვალისწინებს.
გაფიცვის ორგანიზატორია გერმანიის სამოქალაქო ავიაციის პროფკავშირი. 2014 წლის აპრილიდან ეს უკვე რიგით მე-14 გაფიცვაა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები