საქართველოს პრეზიდენტმა მოსახლეობას გიორგობის დღესასწაული შავნაბადას მონასტრიდან მიულოცა – ფოტოკოლაჟი

საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი გიორგობის დღესასწაულისადმი მიძღვნილ წირვას შავნაბადას წმინდა გიორგის სახელობის ტაძარში დაესწრო და საქართველოს მოსახლეობას დღესასწაული მიულოცა.
,,გილოცავთ გიორგობას, გეწეოდეთ წმინდა გიორგის მადლი, გაგვაძლიეროს თითოეული ჩვენგანი და გააძლიეროს მთლიანად საქართველო!”, – განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა.
მონასტერში, რომელიც წმინდა გიორგის სახელობის ეკლესიასთან საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ილია II-ის ლოცვა-კურთხევით დაარსდა, წირვა არქიმანდრიტმა შიომ აღავლინა.
წირვას საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი გიორგი აბაშიშვილი და უშიშროების საბჭოს მდივანი დავით რაქვიაშვილი ესწრებოდნენ.
15135588_1229521013758442_507834709_n 15207856_1229521010425109_1761058282_n 15218586_1229521007091776_550141436_n 15211731_1229521017091775_1054474868_n

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები