„ქალბატონებო, კრიტიკულ დღეებში აუზში ჩასვლა აკრძალულია“ – ომბუდსმენმა „ვაკის საცურაო აუზს“ სექსისტურ წარწერასთან დაკავშირებით მიმართა

საქართველოს სახალხო დამცველმა, უჩა ნანუაშვილმა ვაკის საცურაო აუზს სექსისტურ წარწერასთან დაკავშირებით მიმართა.
„სახალხო დამცველმა საკუთარი ინიციატივით შეისწავლა ვაკის საცურაო აუზის ტერიტორიაზე გამოკრული წარწერა: „ძვირფასო ქალბატონებო, კრიტიკულ დღეებში აუზში ჩასვლა აკრძალულია“. მოპასუხის განმარტებით, აღნიშნული აკრძალვა აუზის მოხმარებისას ჰიგიენური ნორმების დაცვის საჭიროებით იყო განპირობებული. სახალხო დამცველმა მიიჩნია, რომ გამოკრული წარწერა გენდერული სტერეოტიპების გამყარებას უწყობს ხელს, ვინაიდან მენსტრუაციული ციკლი არის უნიკალური მდგომარეობა, რომელიც მხოლოდ ქალებისთვის არის დამახასიათებელი და შესაბამისად, ვაკის საცურაო აუზს მიმართა ზოგადი წინადადებით, რომ ჰიგიენური ნორმების დაცვის საჭიროების არსებობის შემთხვევაში, ნებისმიერი ამკრძალავი წარწერა გენდერულად ნეიტრალური ფორმით ჩამოყალიბდეს“, -აცხადებენ სახალხო დამცველის აპარატში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები