ქუთაისის ქუჩაზე, ახალაგზარდა მამაკაცი გარდაცვლილი იპოვეს
თბილისში, ქუთაისის ქუჩაზე, ახალგაზრდა მამაკაცი გარდაცვლილი იპოვეს.
არსებული ინფორმაციით, დაახლოებით 20 წლამდე მამაკაცი სიმაღლიდან ჩამოვარდნის შედეგად არის გარდაცვლილი.
ადგილზე კრიმინალური პოლიციაა მობილიზებული. მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები.
როგორც „კვირას“ შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 115-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.