ქიბარ ხალვაშის ადვოკატი: სამართლებრივად ჩვენ ეს დავა მოვიგეთ

ქიბარ ხალვაშის ადვოკატი პაატა სალია დარწმუნებულია, რომ უზენაესი სასამართლო ძალაში დატოვებს ორ ინსტანციაში მიღებულ გადაწყვეტილებას.

იგი თვლის, რომ მათ, დავა „რუსთავი 2“-თან დაკავშირებით, სამართლებრივად მოგებული აქვთ. „ჩვენმა მოწინააღმდეგე მხარემ თავიდანვე დაიწყო აპელირება იმ თემით, რომ ამ საქმეს აქვს პოლიტიკური სარჩული, რომ ხელისუფლება არის დაინტერესებული „რუსთავი 2“-ის დახურვით და ასე შემდეგ. კიდევ ერთხელ ვამბობ, ეს ყოველთვის გამოყენებული იყო ჩვენი მოწინააღმდეგე მხარის მიერ იმისათვის, რომ დაეფარათ და გადაეფარათ ის სამართლებრივი პრობლემები, რაც არსებობდა მათ მხარეს. ჩვენ ვთვლით, რომ ჩვენი სარჩელი იყო დასაბუთებული. სასამართლომ ასეთი გადაწყვეტილება მიიღო, როგორც პირველ ინსტანციაში, ასევე სააპელაციო ინსტანციაში. კარგი იქნებოდა თუ სამართლებრივ არგუმენტაციაზე ექნებოდათ უფრო მეტი საუბარი, ვიდრე პოლიტიკურ განცხადებებზე, რომლებსაც ასევე ვისმენ ჩემი კოლეგებისგან. სამართლებრივად ჩვენ ეს დავა მოვიგეთ. მოლოდინი არის ის, რომ უზენაესი სასამართლო ძალაში დატოვებს ორ ინსტანციაში მიღებულ გადაწყვეტილებას“,- განაცხადა პაატა სალიამ.

საქართველოს უზენაესი სასამართლო დღეს ”რუსთავი 2”-ის საქმის განხილვას იწყებს. კოლეგია განიხილავს ”რუსთავი 2”-ის იურისტების სარჩელს. ტელეკომპანია მოითხოვს, უზენაესმა სასამართლომ გააუქმოს გადაწყვეტილება ტელეკომპანიის ქიბარ ხალვაშისთვის მიკუთვნების შესახებ. სხდომა დახურული იქნება და მხარეები არ დაესწრებიან.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები