ვლადიმერ პუტინი: მიხეილ სააკაშვილის გუბერნატორობა ოდესელებისა და ყველა უკრაინელის შეურაცხყოფა იყო

მიხეილ სააკაშვილის გუბერნატორობა ოდესელებისა და ყველა უკრაინელის შეურაცხყოფა იყო – ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა განაცხადა.
როგორც სააგენტო „რია ნოვოსტი“ იუწყება, განცხადება პუტინმა ამერიკელ რეჟისორთან, ოლივერ სტოუნთან ინტერვიუში ფილმისთვის „უკრაინა ცეცხლში“ გააკეთანა.
„ეს ოდესელებისა და უკრაინელი ხალხის შეურაცხყოფა იყო. მას ამერიკის შეერთებულ შტატებში სამუშაო ვიზაც კი არ მისცეს. ნუთუ არ არსებობენ პატიოსანი პროფესიონალი უკრაინელები მსგავსი თანამდებობისთვის?“, – განაცხადა ვლადიმერ პუტინმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები