ამაზონის ტომობრივი საზოგადოება, რომელიც გარესამყაროსთან კონტაქტში არ შედის, საფრთხეშია (ფოტოკოლაჟი)

ინტერნეტ-სივრცეში ვრცელდება ამაზონის აუზში მცხოვრები უკონტაქტო ტომობრივი საზოგადოების უჩვეულო ფოტოები.  აერო-ფოტოებზე კარგად ჩანს ჩრდილოეთ ბრაზილიაში, ვენესუელის საზღვართან მცხოვრები იანომამის ხალხის კომუნალური სტრუქტურა „იანო“. ჩალით გადახურული სტრუქტურის თითეული სექცია სავარაუდოდ სხვადასხვა ოჯახს ეკუთვნის. მათ  იქ სძინავთ, ინახავენ ცეცხლსა და საკვებს.

იანომამის ხალხის იზოლირებული საზოგადოებებიდან ზოგიერთი, დანარჩენ სამყაროს ეკონტაქტება; მათი საერთო რაოდენობა დაახლოებით 35 000-ია; ნადირობენ და საკვებს მოიპოვებენ მიმდებარე ტყეებში. სხვადასხვა მიზნებისთვის ისინი 500-მდე განსხვავებულ მცენარეს იყენებენ. ადგილობრივ ხალხთა უფლებებზე მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაცია Survival International-ის მიერ, მათი ცოდნა შეფასებულია როგორც „უბადლო“.

downloadთუმცა, როგორც ბოლო დროს გავრცელებული ფოტოებიდან ირკვევა, დაახლოებით 100-მდე ძლიერი საზოგადოება განადგურების საფრთხის ქვეშაა მათი მიწების სიახლოვეს მიმდინარე ოქროს არალეგალური მოპოვების გამო.  ოფიციალურად, იანომამის ტერიტორიას, რომელიც 9,6 მლნ ჰექტარს მოიცავს, სახელმწიფო იცავს. გარეშე ხალხი, განსაკუთრებით კი კრიმინალური დაჯგუფებები ამ საზოგადოებისთვის განსაკუთრებულ საფრთხეს წარმოადგენს. ისინი მათზე ძალადობენ, უნადგურებენ გარემოს და შეაქვთ ისეთი დაავადებები, როგორიცაა მაგალითად მალარია, რომლის წინააღმდეგაც ამ უკონტაქტო ხალხს იმუნიტეტი არ გააჩნია.

იანომამის ვეტერანი აქტივისტისა და შამანის, დავი კოპენავას თქმით, „მაღაროელები ტერმიტებივით არიან, ყოველთვის უკან ბრუნდებიან და მშვიდობიანად ცხოვრებას არ გვაცლიან“.

„იმ ადგილებში, სადაც უკონტაქტო ინდიელები სახლობენ, დაცული უნდა იყოს თევზი, ნადირობა და მცენარეები. მთელმა მსოფლიომ უნდა იცოდეს, რომ ისინი იქ საკუთარ ტყეებში არიან, ხელისუფლებებმა კი პატივი უნდა სცენ მათ უფლებას, იცხოვრონ იქ“, — ამბობს იგი.

image-1იანომამის კულტურაში, შამანები წარმართავენ სპირიტუალურ ცერემონიებს, რა დროსაც ისინი ისუნთქავენ ჰალუცინოგენურ ფხვნილებს. Survival International-ი მათთან ნებისმიერი სახის კონტაქტის წინააღმდეგია. მათი განცხადებით, ეს ხალხი ცეცხლიან ისრებს ესვრის მათ თავზე გადაფრენილ თვითმფრინავებს, გაურბიან უცხო ხალხს და იშორებენ საკუთარი ტომის იმ წარმომადგენლებს, რომლებიც უცხო ადამიანებს დაეკონტაქტნენ. ორგანიზაცია მხარს უჭჯერს მოსაზრებას, რომ კონტაქტის ინიციატივა თავად ამ ხალხისგან უნდა წამოვიდეს. ფოტოებზე ასახულ ადამიანებს კი, როგორც ჩანს, ამის სურვილი ჯერჯერობით სრულებით არ აქვთ.

ამჟამად, საზოგადოებისგან სულ რაღაც 35 კილომეტრში, 1000-მდე ოქროს მაღაროელია. საჰაერო ფოტოები თავად მთავრობამ გადაიღო, რათა დაედგინა თუ რამდენი არალეგალური მაღაროა მიმდებარედ. ტომების დაცვის მიზნით, მათი ზუსტი საცხოვრებელი მკაცრად გასაიდუმლოებულია. იანომამის ხალხთან ბოლო კონტაქტი სისხლისღვრით დასრულდა. 1993 წელს, როდესაც მათი ტერიტორია ხელისუფლებამ ოფიციალურად აღიარა, ერთ-ერთ სოფელში, მაღაროელებმა 16 ადგილობრივი, მათ შორის ჩვილი ბავშვი მოკლეს.

არსებობს ამ ხალხზე ოქროს მომპოვებელთა მხრიდან თავდასხმის სხვა მრავალი შემთხვევაც. გარდა ამისა, მოპოვების პროცესში გამოიყოფა დიდი ოდენობით მომწამლავი ნივთიერება მერკური, რომელიც ადგილობრივებს წამლავს. იანომამის უფლებადამცველები ხელისუფლებას მათი ტერიტორიის უკეთ გაკონტროლებისაკენ მოუწოდებენ. ბრაზილიის ხელისუფლების მიერ სათანადო დაფინანსების შემცირების გამო, შესუსტებულია სპეციალური ჯგუფების მიერ იანომამისა და სხვა უკონტაქტო ტომების დაცვა. 1992 წლამდე, სანამ სახელმწიფო მათ დაცვას უზრუნველყოფდა, ძალიან დიდი რაოდენობის ადგილობრივი გარეშე ხალხმა უბრალოდ გაანადგურა.

image-6„ეს გასაოცარი ფოტოები ამტკიცებს კიდევ უფრო მეტად უკონტაქტო ტომების არსებობას. ისინი ველურები არ არიან, საქმე გვაქვს უფრო კომპლექსურ საზოგადოებებთან, რომელთა უფლებებსაც პატივი უნდა ვცეთ. თვალნათელია, რომ მათ შესწევთ ბრწყინვალე უნარი, საკმაოდ კარგად იცხოვრონ გარესამყაროსთან, მათ შორის განვითარებასა და პროგრესთან კონტაქტის ყოველგვარი საჭიროების გარეშე. ყველა ეს უკონტაქტო ადამიანი კატასტროფის წინაშე დგას მანამ, სანამ მათი მიწა დაუცველია. ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისათვის, რომ დავიცვათ მათი მიწა და მივცეთ შანსი, თავად განსაზღვრონ საკუთარი მომავალი“, — ამბობს Survival International-ის დერიქტორი სტივენ გორი.

წყარო: http://1tv.ge

uncontacted_tribe_amazon_3 uncontacted_tribe_amazon_2 image image-5 image-4 image-3

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები