თბილისში 8 წლის გოგონას გაუპატიურება სცადეს

თბილისში 8 წლის გოგონას გაუპატიურება სცადეს. ტელეკომპანია “იბერიას” ინფორმაციით, შემთხვევა თბილისში, სამტრედიის ქუჩაზე 8 ნოემბერს მოხდა.
ფაქტი არასრულწლოვანის მშობელმა მას შემდეგ აღმოაჩინა, რაც ბავშვი სადარბაზოში შეყოვნდა და მისი ძებნა დაიწყო. ტელეკომპანიის ცნობით, დედამ დაინახა, რომ ბავშვზე ძალადობას შუახნის მამაკაცი ცდილობდა.
“მეორე სართულზე ცხოვრობენ. როგორც ვიცი, სადარბაზოში შევიდა ბავშვი სკოლიდან დაბრუნების შემდეგ, დედა უყურებდა ზემოდან და რომ დაიგვიანა ბავშვმა სახლში ასვლა, დედამ გამოიხედა და სახელი დაუძახა. ბავშვმა ტირილი დაიწყო, მამაკაცმა ხელი ააფარა“, – აცხადებს ერთ-ერთი ქალბატონი.
არასრულწლოვანი ციციშვილის სახელობის კლინიკაში გადაიყვანეს, მას ძალადობის ნიშნები აღენიშნებოდა. 8 წლის გოგონას სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროში ექსპერტიზაც ჩაუტარდა.
როგორც „კვირას“ შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, ფაქტზე გამოძიება სსკ-ის 141-ე მუხლით აღიძრა, რაც 16 წლის ასაკს მიუღწეველთან გარყვნილ ქმედებას გულისხმობ

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები