21-22 ნოემბერს ძლიერი ქარია მოსალოდნელი, თბილისში კი მოთოვს

21-22 ნოემბერს საქართველოში ამინდი გაუარესდება. ზოგიერთ რაიონში მოსალოდნელია ძლიერი ქარი. თოვლი და ნისლია მოსალოდნელი აღმოსავლეთ საქართველოში, მათ შორის დედაქალაქში.
გარემოს ეროვნული სააგენტოს ჰიდრომეტეოროლოგიის დეპარტამენტის ინფორმაციით, აღმოსავლეთ საქართველოში 21 ნოემბერს ზოგან მოსალოდნელია ნალექი, უმეტესად თოვლის სახით, ასევე ნისლი. აღმოსავლეთის ქარი 10-15 მეტრი წამში, გორი-სურამის მონაკვეთზე ზოგან ძლიერი, 20-25 მეტრი წამში.
აღმოსავლეთ საქართველოში ტემპერატურა ბარში ღამით -1, +4 იქნება, დღისით 0-5; მთაში -8, -3, დღისით 0-5; მაღალ მთაში ღამით -14, -9, ხოლო დღისით -5, 0.
21 ნოემბერს დასავლეთ საქართველოში უმეტესად უნალექო ამინდი იქნება. იქროლებს აღმოსავლეთის ქარი 10-15 მეტრი წამში, ზოგან ძლიერი, 20-25 მეტრი წამში და დროგამოშვებით, 32 მ/წმ-მდე.
რაც შეეხება ტემპერატურას, დასავლეთ საქართველოში დაბლობში ღამით 3-8 გრადუსი სითბო, დღისით 9-14 გრადუსი; მთაში ღამით -3, +2, დღისით +4, +9 გრადუსი; მაღალ მთაში ღამით -8, -3, დღისით -1, +4.
თბილისში 21 ნოემბერს უმეტესად ღრუბლიანი ამინდია მოსალოდნელი, თოვლ-ჭყაპი და ნისლი. იქროლებს სამხრეთ-აღმოსავლეთის ქარი 8-13 მეტრი წამში. რაც შეეხება ტემპერატურას, თბილისში დღეს ღამით +2, ხოლო ხვალ +3.
22 ნოემბერს დასავლეთ საქართველოში უნალექო ამინდი იქნება. იქროლებს აღმოსავლეთის ქარი.
აღმოსავლეთ საქართველოში 22 ნოემბერს ღრუბლიანი ამინდია მოსალოდნელი, ზოგან თოვლი და ნისლი, მაღალმთიან რაიონებში ზოგან ქარბუქი.
თბილისში 22 ნოემბერს მოსალოდნელია ღრუბლიანი ამინდი, დროგამოშვებით მცირე თოვლი და ნისლი.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები