„ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ჩამოყალიბდეს კონსტრუქციული ურთიერთთანამშრომლობა საქართველოს პარლამენტის შიგნით“

ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ჩამოყალიბდეს კონსტრუქციული ურთიერთთანამშრომლობა საქართველოს პარლამენტის შიგნით, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ “იმედის“ პირდაპირ ეთერში განაცხადა.
როგორც კობახიძემ აღნიშნა, ამისთვის მმართველი გუნდი ყველაფერს გააკეთებს.
„დღევანდელმა დებატებმა გამოავლინა, რომ სირთულეები გვექნება, თუმცა კიდევ ერთხელ ვამბობ, ჩვენი ამოცანა გახლავთ ის, რომ მაქსიმალურად კონსტრუქციულ რეჟიმში წარიმართოს საპარლამენტო მუშაობა, ამისთვის ყველაფერს გააკეთებს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე.
თქვენ ნახეთ, როგორი მიდგომა გამოავლინა ამ დებატებში საპარლამენტო უმრავლესობამ და ჩვენი ფრაქციების წარმომადგენლობამ. ჩვენი ამოცანაა ქვეყნის განვითარება, ამაზე გვაქვს პასუხისმგებლობა აღებული. არჩევნების წინ ძალიან რადიკალიზებული იყო საქართველოში მდგომარეობა, დღეს არჩევნები დასრულებულია და ჩვენ განვითარების თვისობრივად განსხვავებულ ეტაპზე უნდა გადავიდეთ, დღეს ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ჩამოყალიბდეს კონსტრუქციული ურთიერთთანამშრომლობა საქართველოს პარლამენტის შიგნით, ჩვენ – მმართველი ძალა ამისთვის ყველაფერს გავაკეთებთ“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები