კახა კალაძე: ალბათ მთავრობაში დავბრუნდები

„ქართული ოცნების“ გენერალური მდივანი, დეპუტატი კახა კალაძე ვარაუდობს, რომ მთავრობაში დაბრუნდება.
როგორც კალაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, ახალ მთავრობას მომავალ კვირაში დაამტკიცებენ.
„რაც შეეხება სამომავლო გეგმებს, პრემიერ-მინისტრი უახლოეს დღეებში გააკეთებს ამასთან დაკავშირებით განცხადებას და ყველაფერი ცნობილი იქნება თქვენთვის და საზოგადოებისთვის. იმ კვირაში იქნება მთავრობის დამტკიცება“, – აღნიშნა კახა კალაძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები