პარლამენტი ბიუროს სხდომას 21 ნოემბერს გამართავს

საქართველოს პარლამენტის ბიუროს სხდომა 21 ნოემბერს გაიმართება, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.
კობახიძის ინფორმაციით, პარლამენტის დეპუტატები ორშაბათს, 21 ნოემბერს 15:00 საათზე შეიკრიბებიან.
„ორშაბათს, 15:00 საათზე გაიმართება ბიუროს სხდომა. იქიდან გამომდინარე, რომ მომავალ კვირას დაგეგმილია საქართველოს მთავრობისთვის ნდობის გამოცხადების საკითხის განხილვა, მინდა ვთხოვო კომიტეტების ხელმძღვანელებს, რომ ორშაბათს გამართონ საორგანიზაციო სხდომები“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები