პარლამენტმა კომიტეტების თავმჯდომარეები დაამტკიცა

პარლამენტის მე-9 მოწვევის დეპუტატებმა პარლამენტის კომიტეტების თავმჯდომარეები დაამტკიცა.
აგრარულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე – ოთარ დანელია;
განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარე – მარიამ ჯაში;
გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარე – კახა კუჭავა;
დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარე – რომან კაკულია;
დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე – ზვიად კვაჭანტირაძე;
ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე – თამარ ხულორდავა;
თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე – ირაკლი სესიაშვილი;
იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე – ეკა ბესელია;
რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარე – გიორგი ლილუაშვილი;
საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე – სოფო ქაცარავა;
საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე – გიორგი კახიანი;
საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე – ირაკლი კოვზანაძე;
ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე – აკაკი ზოიძე;
ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე – სოფო კილაძე;
სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე – მიხეილ ყაველაშვილი.
შეგახსენებთ, რომ მოადგილეებს კომიტეტების სხდომაზე აირჩევენ. პარლამენტის რეგლამენტის თანახმად, კომიტეტი თავისი წევრებიდან ღია კენჭისყრით, სიითი შემადგენლობის უმრავლესობით ირჩევს კომიტეტის თავმჯდომარის სამ მოადგილეს – მათ შორის პირველ მოადგილეს. კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილის კანდიდატურას კომიტეტის თავმჯდომარე წარადგენს. კომიტეტის თავმჯდომარის კანდიდატურის წარდგენის უფლება აქვს უმრავლესობას, ხოლო ერთი მოადგილისა – უმცირესობას, ან ფრაქციას, რომელიც არ არის გაერთიანებული უმრავლესობაში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები