არჩილ თალაკვაძის გამოსვლას პარლამენტში ტაში მოჰყვა

რაც თქვენი მმართველობის დროს ხდებოდა, იმედის მომცემი იყო თქვენთვის?! – ასე მიმართა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა არჩილ თალაკვაძემ საპარლამენტო უმცირესობას.
პარლამენტის პირველ სხდომაზე ახალარჩეულმა დეპუტატმა არჩილ თალაკვაძემ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრებს მათი ხელისუფლებაში ყოფნის დროს არსებული გახმაურებული საქმეები შეახსენა.
„რაც თქვენი მმართველობის დროს ხდებოდა, იმედის მომცემი იყო თქვენთვის?! ძალიან მაინტერესებს! საკუთრების ჩამორთმევა, „ტვ იმედზე“ რეიდების ჩატარება, ჟურნალისტების დაპატიმრება, სიკვდილიანობის კატასტროფული მაჩვენებელი სასჯელაღსრულების დაწესებულებაში, უმძიმესი დანაშაულებები, პირად ცხოვრებაზე რომ გვესუბრებით, ფილმები გაქვთ გადაღებული და დღემდე ვერ დასრულდა ამ ფირების განადგურება, ხან სად ვპოულობთ და ხან სად მოქალაქეები. მაშინ ძალიან იმედის მომცემი იყო ის გარემოება თუ როგორაა საქმე? ჩვენ მაინც მზად ვართ თანამშრომლობისთვის. დღეს მაინც უცნაური თავის მართლების რეჟიმში ხართ და გთხოვთ, გადავიდეთ კონსტრუქციული მუშაობის რეჟიმში. ამ ხნის განმავლობაში თქვენ ერთხელაც ვერ მოახერხეთ ბოდიშის მოხდა და პასუხისმგებლობის აღება. არ უნდა გვესაუბრებოდეთ იმ საქმეებზე რომლებიც თქვენ გიკავშირდებათ“, – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.
უმცირესობის მისამართით გაკეთებულ ამ განცხადებებს საპარლამენტო უმრავლეოსობის მხრიდან ტაში მოჰყვა.
ამას გარდა, თალაკვაძე „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი წევრის ოთარ კახიძის მიერ სამართლიან სასამართლოსთან დაკავშირებით გაკეთებულ განცხადებას გამოეხმაურა და ოპოზიციონერ დეპუტატს ალექსი ბახუტოვის საქმე შეახსენა.
„ბატონო ოთარ სამართლიან სასამართლოზე რომ საუბრობთ, სამართლიანი სასამართლო რომელი იყო? – ბატონი ბახუტოვი მკვლელობაზე რომ გაასამართლა და მერე მოკლული ადამიანი სოფელში რომ დაბრუნდა?! ეგ იყო სამართლიანი სასამართლო?!“ -განაცხადა თალაკვაძემ ოთარ კახიძის მისამართით.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები