პარლამენტმა პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე და მოადგილეები დაამტკიცა

საქართველოს ახალი, მე-9 მოწვევის პარლამენტის თავმჯდომარის პირველ მოადგილედ თამარ ჩუგოშვილი დაამტკიცეს. მის კანდიდატურას 120 დეპუტატმა დაუჭირა მხარი, სამი კი წინააღმდეგი იყო.
საკანონმდებლო ორგანომ პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილეების თანამდებობებზე ასევე დაამტკიცა – სერგი კაპანაძე („ნაციონალური მოძრაობა“), ილია ნაკაშიძე (აჭარა), ირმა ინაშვილი (“პატრიოტთა ალიანსი“), ზვიად ძიძიგური („ქართული ოცნება“), გიორგი ვოლსკი (“ქართული ოცნება“).
შეგახსენებთ, რომ საქართველოს ახალი, მე-9 მოწვევის პარლამენტის თავმჯდომარედ ირაკლი კობახიძე აირჩიეს. ირაკლი კობახიძის კანდიდატურას ახალი პარლამენტის პირველ სხდომაზე 118 დეპუტატმა დაუჭირა მხარი.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები