დავით ბაქრაძე: საპარლამენტო ბრძოლა არის პოლიტიკური ბრძოლის ძირითადი ელემენტი

ნებისმიერი დისკუსია – ღირდა თუ არ ღირდა რიცხობრივად მცირე შემადგენლობით პარლამენტში შემოსვლა, არის დასრულებული, – ამის შესახებ საპარლამენტო უმცირესობის ლიდერმა დავით ბაქრაძემ მე-9 მოწვევის პარლამენტის პირველ სხდომაზე განაცხადა.
დავით ბაქრაძე მიიჩნევს, რომ ჯანსაღი კონკურენციის პირობებში ხელისუფლებასთან ოპონირება ყოველთვის მნიშვნელოვანია.
”დღევანდელმა დღემ უკვე გამოაჩინა, რომ ნებისმიერი დისკუსია – ღირდა თუ არ ღირდა რიცხობრივად მცირე შემადგენლობით პარლამენტში შემოსვლა, არის დასრულებული. დღევანდელმა დღემ გამოაჩინა, რომ რა თქმა უნდა, საპარლამენტო ბრძოლა არის პოლიტიკური ბრძოლის ძირითადი ელემენტი, ძირითადი კომპონენტი და ის გზა, რომელიც საპარლამენტო ოპოზიციას მიიყვანს წარმატებასთან. დღევანდელი პარლამენტი შედგება იმიტომ, რომ აქ არის და იქნება აქტიური და კრიტიკული ოპოზიცია, რომელიც ყოველთვის გამოხატავს საკუთარ აზრს”, – განაცხადა ბაქრაძემ.
მისივე თქმით, საპარლამენტო უმცირესობის ერთადერთი და მთავარი ამოცანა იქნება საუბარი იმ პრობლემებზე, რომელიც აწუხებს ხალხს.
”ჩვენ, როგორც ოპოზიცია, ძალიან ცოტა ვართ იმისთვის, რომ რაიმე პარტიული ან პირადი ამოცანები გვქონდეს დასახული. 27-კაციანი შემადგენლობით ვერანაირ პარტიულ და პირად ამოცანას ამ დარბაზში ვერ შევასრულებთ. ჩვენი ერთადერთი და მთავარი ამოცანა იქნება, ვისაუბროთ იმ პრობლემებზე, რომელიც აწუხებს ხალხს”, – აღნიშნა ბაქრაძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები