გიორგი კვირიკაშვილი: ჩვენი მხრიდან ვდებთ პირობას, რომ ვიქნებით მაქსიმალურად კონსტრუქციულები

გიორგი კვირიკაშვილი პარლამენტში სტაბილური გარემოს შექმნას მნიშვნელოვან ფაქტორად თვლის. მან დეპუტატებს მოუწოდა, რომ ჯანსაღი კონკურენციის პირობებში ითანამშრომლონ. მთავრობის მეთაურმა „ქართული ოცნების“ სახელით პირობა დადო, რომ მაქსიმალურად კონსტრუქციულები იქნებიან.
“წინასაარჩევნო პერიოდის განმავლობაში არაერთხელ განვაცხადეთ, რომ ჩვენი მიზანი იქნება, პარლამენტში იყოს ნორმალური პოლიტიკური პროცესი, იყოს აზრთა ჭიდილი, არგუმენტების მოსმენა, გაზიარებაც მათ შორის და ჩართულობა მთლიანად საქართველოს პოლიტიკური სპექტრის იმ პროცესებში, რაც ქვეყნისთვის მნიშვნელოვანია. ამიტომ ჩვენ ჩვენი მხრიდან ვდებთ პირობას, რომ ვიქნებით მაქსიმალურად კონსტრუქციულები.ოპოზიციამ უნდა მისცეს საშუალება პოლიტიკურ პროცესს, რომ ასეთ კონსტრუქციულ ჭრილში წარიმართოს პროცესი. ეს მხოლოდ და მხოლოდ გამოადგება ქვეყანას. ძალიან მნიშვნელოვანია, შეიქმნას სტაბილურობის განცდა და ის, რომ პოლიტიკური პროცესი იყოს ნორმალურ კალაპოტში“, – განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.
რაც შეეხება სამთავრობო საათს, როცა მინისტრთა კაბინეტის წევრს მოუწევს პარლამენტში მისვლა, კვირიკაშვილმა აღნიშნა, რომ მედია თავად მასაც ალბათ ხშირად იხილავს პარლამენტში.
„პარლამენტთან თანამშრომლობა მნიშვნელოვანია. მინისტრები აუცილებლად ითანამშრომლებენ და მეც არაერთხელ მიხილავთ ალბათ პარლამენტში“, – განცხადა პრემიერმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები