პარლამენტის თავმჯდომარედ 118 ხმით ირაკლი კობახიძე დაამტკიცეს (ვიდეო)

118-ე მომხრე 3 წინააღმდეგი – მე-9 მოწვევის პარლამენტის თავმჯდომარედ ირაკლი კობახიძე დაამტკიცეს.
ირაკლი კობახიძის პარლამენტის თავმჯდომარის პოსტზე დასამტკიცებლად სულ ცოტა 76 დეპუტატის ხმა იყო საჭირო.
ირაკლი კობახიძე 2015 წლის იანვრიდან “ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს” აღმასრულებელი მდივანი და პოლიტიკური საბჭოს წევრი იყო. მანამდე კობახიძე არაერთ საერთაშორისო ორგანიზაციასა და საგანმანათლებლო დაწესებულებაში მოღვაწეობდა.
“ქართული ოცნების” ოფიციალურ საიტზე, ირაკლი კობახიძის შესახებ შემდეგი ბიოგრაფიული ცნობები მოიპოვება – განათლებით იურისტი კობახიძე 1978 წლის 25 სექტემბერსაა დაბადებული. ფლობს ინგლისურ, გერმანულ და რუსულ ენებს.
რაც შეეხება მის განათლებასა და სამუშაო გამოცდილებას, ის საკმაოდ შთამბეჭდავად გამოიყურება:
2002-2006 დიუსელდორფის უნივერსიტეტი (გერმანია) სამართლის დოქტორი (Dr. iur.)
2002-2005 დიუსელდორფის უნივერსიტეტი (გერმანია) სამართლის მაგისტრი (LL.M.) – უმაღლესი შეფასებით
1995-2000 თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი დიპლომი იურისტის კვალიფიკაციით
სამუშაო გამოცდილება – აკადემიური დაწესებულებები
08.2014 – დღემდე თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, ასოცირებული პროფესორი
09.2011 – 08.2014 კავკასიის უნივერსიტეტი/კავკასიის სამართლის სკოლა, ასოცირებული პროფესორი
09.2011 – 06.2013 საქართველოს უნივერსიტეტი, მოწვეული ლექტორი
02.2009 – 02.2010 თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, იურიდიული ფაკულტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის უფროსის მოვალეობის შემსრულებელი
03.2007 – 01.2008 თ. წერეთლის სახელმწიფოს და სამართლის ინსტიტუტი, უფროსი მეცნიერ-თანამშრომელი
09.2005 – 02.2012 თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, იურიდიული ფაკულტეტის ასისტენტ-პროფესორი
სამუშაო გამოცდილება – საერთაშორისო ორგანიზაციები
01.2013 – 07.2014 გაეროს განვითარების პროგრამა (UNDP), რეგიონული და მუნიციპალური განვითარების პროექტის მენეჯერი
11.2011 – 11.2012 გაეროს განვითარების პროგრამა (UNDP), ექსპერტი რეგიონული განვითარების საკითხებში
10.2011 – 03.2012 ევროპის საბჭოს წარმომადგენლობა საქართველოში, ექსპერტი სტრატეგიული დაგეგმვის საკითხებში .
მერვე მოწვევის პარლამენტის თავმჯდომარე “რესპუბლიკური პარტიის” ლიდერი დავით უსუფაშვილი იყო.
მეცხრე მოწვევის პარლამენტში საკონსტიტუციო უმრავლესობით, 115 მანდატით “ქართული ოცნება -დემოკრატიული საქართველო” შევიდა. ოპოზიციურმ აპარტიებმა “ერთიანი ნაციონალური მოძრაობა” და “პატრიოტთა ალიანსი”, შესაბამისად , 27 და 6 მანდატი მოიპოვეს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები