პრემიერი: ირაკლი კობახიძე ძალიან დიდი წარმატებით გაართმევს თავს ურთულეს საქმეს

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა ირაკლი კობახიძეს პარლამენტში არჩევა მიულოცა და განაცხადა, რომ იგი პარლამენტის თავმჯდომარეობას თავს წარმატებით გაართმევს. როგორც კვირიკაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, ირაკლი კობახიძე საკმაოდ კვალიფიციური კანდიდატია.
„მინდა ყველა დეპუტატს მივულოცო არჩევა საქართველოს პარლამენტში. დღეს ძალიან მნიშვნელოვანი დღეა. პარლამენტი იწყებს ფუნქციონირებას. ახლა მიმდინარეობს პარლამენტის თავმჯდომარის არჩევა. ჩვენ წარმოდგენილი გვყავს კანდიდატი საკმაოდ კვალიფიციური, საკმაოდ გამოცდილი სამართალმცოდნეობაში და მნიშვნელოვანი პოლიტიკური გამოცდილებით. მე დარწმუნებული ვარ, ირაკლი კობახიძე ძალიან დიდი წარმატებით გაართმევს თავს ურთულეს საქმეს, რასაც პარლამენტის თავმჯდომარეობა ჰქვია“, – განაცხადა კვირიკაშვილმა.
ამ წუთებში ქუთაისის პარლამენტში მეცხრე მოწვევის პარლამენტის პირველი პლენარული სესია მიმდინარეობს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები