ეკა ბესელია უმცირესობას: თქვენგან განსხვავებით, პრემიერ-მინისტრი ხელისუფლებიდან უფრო ღარიბი წავა, ვიდრე მოვიდა

თქვენი გუნდისგან განსხვავებით, პრემიერ-მინისტრი ხელისუფლებიდან უფრო ღარიბი წავა, ვიდრე მოვიდა, – აღნიშნული განცხადება საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ეკა ბესელიამ საპარლამენტო უმცირესობის, „ნაციონალური მოძრაობის“ წევრების მისამართით გააკეთა.
როგორც ბესელიამ პარლამენტის პირველ სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას აღნიშნა, საქართველოს პარლამენტს ეყოლება ღირსეული თავმჯდომარე, რომელიც აჩვენებს თუ როგორია პოლიტიკური სტანდარტი.
„ჩვენ გვყავს გუნდი, რომელსაც ჰყავს ლიდერი. პრემიერ-მინისტრი ხელისუფლებიდან უფრო ღარიბი წავა, ვიდრე მოვიდა ხელისუფლებაში, განსხვავებით თქვენი გუნდისგან. ყველას ვიცნობდი, როგორ მოვიდნენ ხელისუფლებაში და როგორ წავიდნენ.
საქართველოს პარლამენტს ეყოლება ღირსეული თავმჯდომარე. მიუხედავად ისეთი არაეთიკური გამონათქვამებისა და შეფასებისა, როგორიც დღეს კიდევ ერთხელ მოვისმინე ბატონი ნიკა მელიას მხრიდან, ის შეძლებს გაჩვენოთ, რა არის პოლიტიკური სტანდარტი და პოლიტიკური კულტურა“, – განაცხადა ბესელიამ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები