„მიხარია, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ დიდი ნაწილი გაემიჯნა იმ გეგმას, რომლის ჩაშლაზეც დანანებით საუბრობს სააკაშვილი“

ძალიან მიხარია, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენელთა დიდი ნაწილიც კი უკვე, ფაქტობრივად, ემიჯნება იმ გეგმას, რომლის ჩაშლაზეც ასე დანანებით საუბრობს თქვენი ყოფილი ლიდერი მიხეილ სააკაშვილი, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეობის კანდიდატმა ირაკლი კობახიძემ, “ნაციონალური მოძრაობის“ წევრის თინათინ ბოკუჩავას მიერ დასმული კითხვის საპასუხოდ განაცხადა.
მისი თქმით, სახელმწიფო გადატრიალების მცდელობასთან დაკავშირებით გაკეთებულ ყველა კომენტარზე პასუხისმგებლობას იღებს.
„მე დღეს ძალიან მიხარია, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენელთა დიდი ნაწილიც კი უკვე ფაქტობრივად ემიჯნება იმ გეგმას, რომლის ჩაშლაზეც ასე დანანებით საუბრობს თქვენი ყოფილი ლიდერი მიხეილ სააკაშვილი. თითოეულ განცხადებაზე, რომელიც დაკავშირებული იყო სახელმწიფო გადატრიალების მცდელობასთან, ჩვენ პასუხისმგებლობას ვიღებთ. ეს იყო ფაქტი, ამასთან დაკავშირებით ჩვენ გვქონდა ინფორმაცია და ამ ინფორმაციის წყაროებიც არაერთგზის დავაკონკრეტეთ, შესაბამისად სრული პასუხისმგებლობით შეგვიძლია იგივე გავიმეოროთ“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები