ირაკლი კობახიძე: პარლამენტმა უნდა უზრუნველყოს ჩვენი საგარეო პოლიტიკის წითელი ხაზების უმკაცრესი დაცვა

„პარლამენტმა უნდა უზრუნველყოს ჩვენი საგარეო პოლიტიკის წითელი ხაზების უმკაცრესი დაცვა“-აღნიშნული განცხადება საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეობის კანდიდატმა ირაკლი კობახიძემ გააკეთა.
როგორც კობახიძემ პარლამენტის პირველ სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას აღნიშნა, ეკონომიკური თანამშრომლობის გაფართოებას განსაკუთრებული ყურადღება უნდა დაეთმოს. მისივე თქმით, ყველა ამოცანის შესრულებაში პარლამენტს განსაკუთრებული როლი ეკისრება.
„პრაგმატული პოლიტიკის განხორციელებით ხელისუფლებამ უნდა უზრუნველყოს ქვეყნის უსაფრთხოება და სტაბილურობა. უნდა გაღრმავდეს პარტნიორობა რეგიონის ქვეყნებთან, განსაკუთრებული ყურადღება უნდა დაეთმოს ეკონომიკური თანამშრომლობის გაფართოებას. ყველა ამ ამოცანის შესრულებაში საქართველოს პარლამენტს განსაკუთრებული როლი ეკისრება.
საქართველოს პარლამენტმა უნდა უზრუნველყოს ჩვენი საგარეო პოლიტიკის წითელი ხაზების უმკაცრესი დაცვა, ქვეყნის დეოკუპაცია და ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა დარჩება ამოცანებად, რომლებიც არცერთ შემთხვევაში არ უნდა დაექვემდებაროს რაიმე ტიპის კომპრომისს ჩვენი ქვეყნის საგარეო პოლიტიკის განხორციელებისას. მომდევნო 4 წლის განმავლობაში საქართველოს პარლამენტმა უნდა უზრუნველყოს ქვეყნის დემოკრატიული განვითარების პროცესის შეუქცევადი განვითარება, ადამიანის ღირსების ხელშეუვალობა, სამართლის უზენაესობა, რადგან დემოკრატია არის ის ღირებულებები, რომლებსაც უნდა დაეფუძნოს ხელისუფლების ყოველი მოქმედება. ამ პრინციპების დაცვის საქმეში საქართველოს პარლამენტს განსაკუთრებული როლი ეკისრება“,-აღნიშნა კობახიძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები