„მრეწველების“ ერთადერთი დეპუტატი საპარლამენტო უმრავლესობაში გაერთიანდება

პარლამენტში „მრეწველების“ დეპუტატი სიმონ ნოზაძე ფრაქციას „ქართული ოცნება – მრეწველებს“ ქმნის და საპარლამენტო უმრავლესობის შემადგენლობაში შევა. ამის შესახებ „კვირას“ ფრაქცია „ქართული ოცნება – მრეწველების“ ყოფილმა დეპუტატმა ზურაბ ტყემალაძემ განუცხადა.
„ამაში ახალი არაფერია. როგორც წინა მოწვევის პარლამენტში იყვნენ გაერთიანებული „მრეწველები“, ახლაც იგივე მოხდება. „მრეწველების“ საპარლამენტო ერთადერთი დეპუტატი საპარლამენტო უმრავლესობაში გაერთიანდება და ფრაქცია „ქართული ოცნება – მრეწველებს“ შექმნის,“ – განუცხადა „კვირას“ ზურაბ ტყემალაძემ.
შეგახსენებთ, რომ „მრეწველების“ დეპუტატი სიმონ ნოზაძე, რომელიც ხაშურის მაჟორიტარი გახდა, ერთადერთი „მრეწველია“ მე-9 მოწვევის პარლამენტში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები