„მედიაგარემოს ფუნდამენტური გაუმჯობესება არის ჩვენი ერთ-ერთი უმთავრესი მიღწევა“

„რუსთავი 2“-თან დაკავშირებული დავა განიხილება სასამართლოში და რა თქმა უნდა, სასამართლოს გადასაწყვეტია ეს კონკრეტული დავა, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეობის კანდიდატმა ირაკლი კობახიძემ პარლამენტის პირველ სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას, ირმა ნადირაშვილის კითხვის საპასუხოდ განაცხადა.
როგორც კობახიძემ აღნიშნა, „ქართული ოცნების“ უმთავრესი მიღწევა მედიაგარემოს ფუნდამენტური გაუმჯობესებაა.
„ჩვენს კომპეტენციაში შედის საქართველში მედიაპლურალიზმის უზრუნველყოფა და როგორც არ უნდა განვითარდეს პროცესები, ჩვენი ამოცანა სწორედ ეს დარჩება. ამ მიმართულებით ძალიან ბევრი რამ გაკეთდა გასული 4 წლის განმავლობაში.
მე მინდა შეგახსენოთ, თუ რა მდგომარეობა გვქონდა ჩვენ 2012 წლამდე – იყო სამი ნაციონალური ტელეარხი და ეს სივრცე იყო მთლიანად მონოპოლიზებული ერთი კონკრეტული პოლიტიკური ძალის ხელში, მმართველი უმრავლესობის ხელში. ეს ვითარება არის დღეს არის რადიკალურად შეცვლილი. შეუძლებელია შევადაროთ 2012 წლამდე არსებული მდგომარეობა 2012 წლის შემდგომ არსებულ მდგომარეობას.
მედიაგარემოს ფუნდამენტური გაუმჯობესება არის ჩვენი ერთ-ერთი უმთავრესი მიღწევა და ჩვენ ამ მიღწევის დათმობას ნამდვილად არ ვაპირებთ“, – განაცხადა კობახიძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები