ახალარჩეულმა დეპუტატებმა ქვეყნისადმი ერთგულების ფიცი დადეს (ვიდეო)

მე-9 მოწვევის პარლამენტის წევრებმა ქვეყნისადმი ერთგულების ფიცი დადეს. ფიცის ტექსტი ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე თამარ ჟვანიამ წაიკითხა: “მე, სრულიად საქართველოს წარმომადგენელი და მისდამი ანგარიშვალდებული, ღვთისა და ერის წინაშე ვაცხადებ, რომ კეთილსინდისიერად აღვასრულებ პარლამენტის წევრის უფლება-მოვალეობებს, ვიქნები კონსტიტუციური წყობილების, ქვეყნის დამოუკიდებლობის, ერთიანობისა და მთლიანობის, ხალხის ინტერესების, მოქალაქეთა უფლებებისა და თავისუფლებების, საქართველოს ძლევამოსილების დაცვის სამსახურში“.
ფიცის ტექსტის წაკითხვის შემდეგ პარლამენტის წევრებმა წარმოთქვეს ”ვფიცავ”, რის შემდეგაც შესრულდა საქართველოს სახელმწიფო ჰიმნი.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები