„შემუშავებული იქნება ოპტიმალური ფორმატი, რომლის მიხედვითაც იქნება განხილული საკონსტიტუციო ცვლილებები“

საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის დავით სერგეენკოს თქმით, მოლაპარაკების შედეგად, შემუშავებული იქნება ოპტიმალური ფორმატი, რომლის მიხედვითაც იქნება განხილული საკონსტიტუციო ცვლილებები.
მინისტრის თქმით, ინიციატივა, რომ საკონსტიტუციო ცვლილებები ყოფილიყო განხილვის საგანი, ეკუთვნის პრემიერ-მინისტრს და ვეთანხმები მის პოზიციას.
საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი აცხადებს, რომ საქართველოს კონსტიტუციის 2013 წლის რედაქცია ხარვეზიანია და გადახედვას საჭიროებს, მაგრამ მიაჩნია, რომ მთავარი და უკვე სამწუხარო ტრადიციად ქცეული ხარვეზი, რომელიც ამ დოკუმენტის დახვეწისას შეიძლება გაჩნდეს, თამაშის წესების რომელიმე პოლიტიკური ჯგუფის ინტერესებზე მორგება იქნება, ამიტომ კონსტიტუციის გადახედვისას საერთო თანხმობის მიღწევა აუცილებელია.
აღნიშნული განცხადება საქართველოს პრეზიდენტმა დღეს საქართველოს ახალარჩეული პარლამენტის პირველი სხდომის გახსნისას გააკეთა და კიდევ ერთხელ გამოეხმაურა პრემიერის ინიციატივას საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებით.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები