ზაქარია ქუცნაშვილი: პარლამენტი დედაქალაქში უნდა იყოს, დედაქალაქი თბილისია თუ ქუთაისი?

„ქართული ოცნების“ წევრი, ზაქარია ქუცნაშვილი მიიჩნევს, რომ პარლამენტი თბილისში უნდა იყოს. ქუცნაშვილის განცხადებით, პატივი უნდა ვცეთ მილიონობით ქართველს, რომელიც „დედაქალაქის დაბრუნებისთვის იბრძოდა“.
„საქართველოს დედაქალაქი თბილისია თუ ქუთაისი? კონსტიტუციაში არ წერია, რომ დედაქალაქი არის სხვა ქალაქი. პატივი ვცეთ ათეულობით და მილიონობით იმ ადამიანს, ვინც დედაქალაქის დაბრუნებისთვის იბრძოდა. დავით აღმაშენებელი რისთვისაც იბრძოდა, ამას ვცეთ პატივი ბოლოს და ბოლოს, თუმცა ეს არ არის ჩვენი დღის წესრიგის მთავარი საკითხი. ვფიქრობ, უმაღლესი საკანონმდებლო ორგანო დედაქალაქში უნდა იყოს“, – განაცხადა ქუცნაშვილმა.
ქუცნაშვილისგან განსხვავებით, უმრავლესობის წევრი კობა ნარჩემაშვილი, რომელიც ქუთაისის მაჟორიტარი დეპუტატია, თვლის, რომ პარლამენტი ქუთაისში უნდა დარჩეს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები