სალომე ზურაბიშვილი: პრეზიდენტის გამოსვლა სკოლის დირექტორის საუბარს ჰგავდა

დამოუკიდებელი დეპუტატის, სალომე ზურაბიშვილის განცხადებით, პრეზიდენტის ტონმა გააოცა. როგორც ზურაბიშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, პრეზიდენტის მიმართვა „სკოლის დირექტორის“ საუბარს ჰგავდა.
“როცა პარლამენტში შემოვედი, თავი სკოლაში მეგონა, პრეზიდენტის გამოსვლამ კი ეს განცდა კიდევ უფრო გამიმწვავა, რადგან მისი საუბარი სკოლის დირექტორისას ჰგავდა. ცოტა არ იყოს, მისმა დამრიგებლურმა ტონმა გამაოცა, მაგრამ, ესეც გასაგებია. არის მიმართულებები, რომელიც მიმაჩნია ძალიან საინტერესოდ. მართლმსაჯულების მიმართულება არის ერთ-ერთი და პოლიტიკური პატიმრების საკითხის ბოლომდე მიყვანა, ეს არის ის ნაწილი, რომელმაც მე დამაინტერესა.
ცოტა მოძველებული თემები არის მედიათავისუფლება და მე მგონია, ეს პრობლემა ამ ქვეყანაში არ არსებობს, მაგრამ ბოლომდე რომ არის დასაცავი, ამაში ვეთანხმები, მაგრამ ის, რომ ეს იყოს დღევანდელი პრობლემა, არა მგონია”, – განაცხადა ზურაბიშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები