იან კელი: მოუთმენლად ველოდებით თანამშრომლობას ახალ პარლამენტთან და მთავრობასთან

ჩვენ მოუთმენლად ველოდებით თანამშრომლობას ახალ პარლამენტთან და მთავრობასთან, – ამის შესახებ საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩმა იან კელიმ ჟურნალისტებს ქუთაისში განუცხადა, სადაც მეცხრე მოწვევის პარლამენტის პირველ სხდომას ესწრება.
როგორც ელჩმა აღნიშნა, აშშ მზად არის გაგრძელდეს უკვე არსებული ღრმა თანამშრომლობა.
“ძალიან დიდი დღეა, რა თქმა უნდა, რადგან პარლამენტის შეკრების პირველი დღეა. ჩვენ სულმოუთქმელად ველოდებით ახალ პარლამენტთან და მთავრობასთან თანამშრომლობას. ჩვენ ისედაც გვაქვს საკმაოდ ღრმა თანამშრომლობა და მზად ვართ, გავაგრძელოთ ეს ურთიერთობა”, – განაცხადა იან კელიმ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები