გიორგი მარგველაშვილი: ქვეყნის პრიორიტეტად საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის პროცესის გაძლიერება დეოკუპაცია რჩება

საქართველოს პრეზიდენტის გიორგი მარგველაშვილის განცხადებით, ქვეყნის პრიორიტეტად რჩება საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის პროცესის გაძლიერება, დეოკუპაცია, ოკუპირებული ტერიტორიების არაღიარების პოლიტიკის გაღრმავება და ამ საკითხების გლობალური პოლიტიკის კონტექსტში წარმოჩენა.
როგორც პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას პრეზიდენტმა აღნიშნა, სახელმწიფო მოხელეს, ზურგს უნდა უმაგრებდეს პარლამენტის მკვეთრი პოზიცია.
„ამ მიზნის სამსახურში მყოფ ნებისმიერ სახელმწიფო მოხელეს, ზურგს უნდა უმაგრებდეს პარლამენტის, როგორც ქვეყნის საგარეო და საშინაო პოლიტიკის განსაზღვრელი უმაღლესი ორგანოს მკვეთრი პოზიცია. მოგიწოდებთ ამ მიმართულებით აქტიურობისკენ და მზად ვარ აქტიურად ჩავერთო ამ დისკუსიებში”, – აღნიშნა საქართველოს პრეზიდენტმა პარლამენტის პირველი სხდომის გახსნაზე ქუთაისში საგარეო გამოწვევებზე საუბრისას.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები