მე-9 მოწვევის პარლამენტის პირველ სხდომას 141 დეპუტატი ესწრება

„მე-9 მოწვევის პარლამენტის პირველ სხდომას 141 დეპუტატი ესწრება“-ამის შესახებ პარლამენტის უხუცესმა დეპუტატმა რევაზ არველაძემ განაცხადა.
რევაზ არველაძემ დეპუტატებს მე-9 მოწვევის პარლამენტში საქმიანობის დაწყება მიულოცა და დღის წესრიგით გათვალისწინებული პროცედურები გააცნო.
საქართველოს კონსტიტუციის და პარლამენტის რეგლამენტის შესაბამისად, ახლადარჩეული პარლამენტის პირველი სხდომა, საქართველოს პრეზიდენტმა, გიორგი მარგველაშვილმა გახსნა. პრეზიდენტის გამოსვლის შემდეგ, სიტყვა პარლამენტის უხუცეს წევრს რევაზ არველაძეს გადაეცა.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს მე-9 მოწვევის პარლამენტი 150 დეპუტატისგან შედგება. ოქტომბრის არჩევნების შედეგად, 115 მანდატი და საკონსტიტუციო უმრავლესობა „ქართულმა ოცნებამ“ მიიღო, 27 მანდატის მფლობელი გახდა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“, საარჩევნო კოდექსის თანახმად 6 მანდატი მიიღო პარტიამ – „დავით თარხან-მოურავი, ირმა ინაშვილი – საქართველოს პატრიოტთა ალიანსი“- გაერთიანებული ოპოზიცია. პარლამენტში ხაშურის მაჟორიტარის მანდატით შევიდა ასევე „თოფაძე-მრეწველები – ჩვენი სამშობლოს“ კანდიდატი სიმონ ნოზაძე და მთაწმინდის ოლქის მაჟორიტარის მანდატით დამოუკიდებელი დეპუტატი სალომე ზურაბიშვილი.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები