გიორგი მარგველაშვილი საქართველოში ევროკავშირის სპეციალური დროებითი მართლსაჯულებისა და კანონის უზენაესობის მისიას იწვევს

საქართველოს პრეზიდენტი ინიციტივით გამოდის და მე-9 მოწვევის პარლამენტის დეპუტატებს წინადადებით მიმართავს.
როგორც გიორგი მარგველაშვილმა სიტყვით გამოსვლისას აღნიშნა, იგი ინიციატივით გამოდის და მართლმსაჯულების უკეთ განვითარებისათვის, საქართველოში ევროკავშირის სპეციალური დროებითი მართლსაჯულებისა და კანონის უზენაესობის მისიას იწვევს.
„ბალანსისა და გაწონასწორების სისტემებზე საუბრისას თუ სასამართლო არ იქნება პოლიტიკური გავლენისგან თავისუფალი, სასამართლო სისტემის გაჯანსაღება არ იქნება ქართული სახელმწიფოს ერთ-ერთი უმთავრესი გამოწვევა. მოგმართავთ წინადადებით მართლმსაჯულების უკეთ განვითარების სტრატეგიის შემუშავების მიზნით, ასოცირების ხელშეკრულების სულისკვეთებიდან და მიზნებიდან გამომდინარე, საქართველოში მოვიწვიოთ ევროკავშირის სპეციალური დროებითი მართლსაჯულებისა და კანონის უზენაესობის მისია,“ – ამის შესახებ გიორგი მარგველაშვილმა პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას აღნიშნა.
დღეს, 19 ნოემბერს საქართველოს მე-9 მოწვევის პარლამენტის დეპუტატები შეიკრიბნენ, სადაც საქართველოს პრეზიდენტმა პარლამენტის წევრებს სიტყვით მიმართა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები