პარლამენტში მე-9 მოწვევის პარლამენტის პირველი სხდომა დაიწყო

მე-9 მოწვევის პარლამენტის პირველი სხდომა გაიხსნა. ახალარჩეული პარლამენტის პირველი სხდომა საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა გახსნა, რომელიც ამ წუთებში დეპუტატებს სიტყვით მიმართავს.
პრეზიდენტის გამოსვლის შემდეგ, სიტყვა პარლამენტის უხუცეს წევრს გადაეცემა, რომელიც პარლამენტის თავმჯდომარის არჩევამდე პირველ სხდომას წარუძღვება.
პარლამენტის პირველსავე სხდომაზე, თავისი უფლებამოსილების ვადით, ფარული კენჭისყრით, პარლამენტის სრული შემადგენლობის უმრავლესობით პარლამენტის თავმჯდომარეს აირჩევენ. სიითი შემადგენლობის უმრავლესობით კი, დეპუტატები პარლამენტის პირველ ვიცე-სპიკერს და ვიცე-სპიკერებს დაამტკიცებენ. ახალარჩეული პარლამენტის პირველი სხდომა კომიტეტების თავმჯდომარეების არჩევით დასრულდება.
ახალარჩეული პარლამენტის პირველ სხდომას საქართველოს პრეზიდენტი, აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლები, ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, სხვა რელიგიური კონფესიების უმაღლესი სასულიერო პირები, საკონსტიტუციო და უზენაესი სასამართლოების თავმჯდომარეები, საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური მისიებისა და მედიის წარმომადგენლები ესწრებიან.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები