არჩილ გამზარდია: პენიტენციურ სისტემაში მოხდა სასწაულები

ის, რომ ადამიანი ციხეში მოხვდება და მას წამების აღარ ეშინია, ეს არის უდიდესი მიღწევა – ამის შესახებ ანალიტიკოსმა არჩილ გამზარდიამ „კვირას“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
გამზარდია “სასწაულს“ უწოდებს იმ რეფორმას, რაც 2012 წლის შემდეგ პენიტენციურ სისტემაში განხორციელდა.
“დღეს არავის ეშინია იმის, რომ სახლში არსენალს აღმოუჩენენ და ჯიბეში ნარკოტიკს, ამ მხრივ „ქართულმა ოცნებამ“ უდიდესი ნაბიჯი გადადგა. არ ეშინია არც დაკავებულს იმის, რომ ვინმე მის ღირსებას შეეხება და აწამებს. პენიტენციურ სისტემაში მოხდა სასწაული“, – განაცხადა არჩილ გამზარდიამ „კვირას“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები