არჩილ გამზარდია: დიასპორის სამინისტროს გაუქმება გაუმართლებლად მიმაჩნია

დიასპორის დაყვანა საელჩოების დონეზე, გაუმართლებელია – ამის შესახებ „კვირას“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე ანალიტიკოსმა არჩილ გამზარდიამ განაცხადა.
გამზარდია მიუღებლად თვლის ამ ეტაპზე დიასპორის სამინისტროს გაუქმებას.
“დიასპორის სამინისტროს გაუქმება მე არასწორად მიმაჩნია, რადგან საქართველო დღეს დიასპორის კუთხით დიდი გამოწვევების წინაშეა. დიასპორა უნდა იყოს ქვეყნისთვის პრიორიტეტი და როცა დიასპორის სამინისტრო დაგვყავს საელჩოების დონეზე, ეს გაუმართლებლია,“ – განაცხადა არჩილ გაზარდიამ და იქვე დასძინა, რომ დიასპორის სამინისტრომ კარგად ვერ გაართვა თავი დაკისრებულ მოვალეობას.
გამზარდია დადებითად აფასებს გადაწყვეტილებას იმის შესახებ, რომ ძალოვანი უწყებების პირველი პირები არ შეიცვლებიან.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები