დიმიტრი ქუმსიშვილი: ყველა გადაწყვეტილება იქნება მიღებული იმისათვის, რომ ჩვენი ქვეყანა განვითარდეს სწრაფად

მე ვფიქრობ, პრემიერი გადაწყვეტილებას იმის მიხედვით მიიღებს, თუ როგორ შესრულდეს უფრო სწრაფად და ეფექტურად 4-პუნქტიანი გეგმა, – ამის შესახებ პირველმა ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა ჟურნალისტებს მთავრობის ფორმირებასთან დაკავშირებით დასმული კითხვის პასუხად განუცხადა.
მისივე თქმით, როდესაც საარჩევნო პერიოდში „ქართული ოცნება“ დაპირებებს აძლევდა მოსახლეობას, კარგად ჰქონდა გააზრებული, რომ ამ ყველაფერს დასჭირდებოდა საკმაოდ მნიშვნელოვანი პოლიტიკური ნება.
„ყველა გადაწყვეტილება იქნება მიღებული იმისათვის, რომ ჩვენი ქვეყანა განვითარდეს სწრაფად, ჩვენს ქვეყანაში იყოს კეთილდღეობა და ეს იქნება ამოსავალი წერტილი. მე ვფიქრობ, ეს არის პრემიერის ამოსავალი წერტილიც. დანარჩენი ამოცანები არის ის 4 პუნქტიანი გეგმა, რომელიც ჩვენი მთავრობის ძირითადი სამოქმედო გეგმაა და ვფიქრობ, პრემიერი მიიღებს გადაწყვეტილებას იმის მიხედვით, თუ როგორ შესრულდეს უფრო სწრაფად და ეფექტურად 4 პუნქტიანი გეგმა“, – განაცხადა ქუმსიშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები